leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის

“ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება ეკონომიკას, პრემიერის თქმით, იყო მოკლევადიანი შოკი  ეკონომიკური თვალსაზრისით თუმცა გაორმაგებული ტემპებით აღდგება ყველაფერი.

„მოკლევადიანი შოკი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით თუმცა ამასაც ძალიან მალე გადავივლით და პირიქით, გაორმაგებული ტემპებით აღდგება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ ჰყავს სტაბილური მთავრობა, სტაბილური უმრავლესობა პარლამენტში. ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ