leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა, ჰქონდათ გათვლა, რომ ავყვებოდით პროვოკაციას, თუმცა ჩვენ შევინარჩუნებთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს იმ მეგობრობის გათვალისწინებით, რომელიც ქართველ ხალხს აკავშირებს ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან

„ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ესტონეთთან და ლიეტუვასთან საქართველო დარჩა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

„ესტონეთის და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამის ძალებს ჰქონდათ გათვლა, რომ ავყვებოდით პროვოკაციას, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვენ შევინარჩუნებთ სწორედ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს იმ ტრადიციული მეგობრობის გათვალისწინებით, რომელიც ქართველ ხალხს აკავშირებს ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია აქ იქნება უცვლელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ