leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მახაშვილი: ქვეყანაში ინსტიტუტები პროცედურებით იმართება, კონსტიტუცია არეგულირებს ვინ როდის შევიდეს რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტში და ვინ როდის აიღოს ძალაუფლება

“ქვეყანაში ინსტიტუტები პროცედურებით იმართება, კონსტიტუცია არეგულირებს ვინ როდის უნდა შევიდეს რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტში და ვინ როდის აიღოს ძალაუფლება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში დამატებითი ემოციები და დაძაბულობა შემოიტანოს.

„ქვეყანაში ინსტიტუტები იმართება არა ვინმეს სურვილით, არამედ პროცედურებით. საქართველოს კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ არეგულირებს, თუ ვინ როდის უნდა შევიდეს რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტში და ვინ როდის უნდა აიღოს ძალაუფლება. ამ მხრივ, არანაირი კითხვა არ არსებობს. აქამდე სიტუაციის დაძაბვა არ გამოვიდა, ახლა სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ დამატებითი ემოციები და დაძაბულობა შემოიტანოს. რაც ამ ქვეყანას სჭირდება არის ის, რომ არა ვინმემ ძალაუფლების შენარჩუნება და დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს, არამედ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება უნდა მოხდეს და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი იყოს“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ასევე იხილეთ