leaderboard_below_slide
left_sabechdi

„როიტერი“: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებზე ბენიამინ ნეთანიაჰუ ეგვიპტეში გაემგზავრა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეგვიპტეში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეთანხმება მხარეებს შორის, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაფორმდება.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ სასწრაფო ვიზიტით გამოიძახა პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი.

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შესაძლებელია, თუ ისრაელი შეწყვეტს ახალი პირობების წამოყენებას.

„ჰამასის“ წევრები შიშობენ, რომ მძევლების გათავისუფლების პირველი ეტაპის შემდეგ ტრამპი ისრაელს ომის განახლების უფლებას მისცემს.

ასევე იხილეთ