leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფიფა-მ წლის სიმბოლური გუნდი დაასახელა – ყველაზე მეტი ფეხბურთელი მადრიდის „რეალიდანაა“

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც 2024 წლის სიმბოლური ნაკრებიც დასახელდა.

რჩეულ თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი მადრიდის „რეალიდან“ მოხვდა, სამი მოთამაშე „მანჩესტერ სიტიდანაა“, ერთი – „ასტონ ვილადან“, ერთი – „არსენალიდან“, ხოლო ერთიც – „ბარსელონადან“.

წლის სიმბოლური გუნდი ფიფა-ს ვერსიით:

ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინა), დანიელ კარვახალი („რეალი“, ესპანეთი), ანტონიო რუდიგერი („რეალი“, გერმანია), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“, პორტუგალია), უილიამ სალიბა („არსენალი“, საფრანგეთი), ჯუდ ბელინგემი („რეალი“, ინგლისი), როდრი („მანჩესტერ სიტი“, ესპანეთი), ტონი კროოსი („რეალი“, გერმანია), ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“, ნორვეგია), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“, ბრაზილია).

შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფა-მ ვინისიუსი დაასახელა.

ასევე იხილეთ