leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჩაკვეტაძისთვის პრემიერლიგის 3 კლუბი იბრძვის

საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერლიგის კლუბებს დაუკავშირეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, გიორგის შეძენა იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ევერტონს“, „ლესტერ სიტის“ და „ვულვზს“ სურთ. „ვულვზის“ შესახებ ინგლისელები ოქტომბერშიც წერდნენ, ახლა კი, როგორც ჩანს, დაინტერესება „ევერტონისა“ და „ლესტერის“ მხრიდანაც გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამივე კლუბი აუტსაიდერთა შორისაა და პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვიან.

თუმცა, გიორგიმ „უოტფორდთან“ ცოტა ხნის წინ გააფორმა 5-წლიანი კონტრაქტი, რაც შეიძლება ტრანსფერისთვის დაბრკოლება გახდეს, რადგან „უოტფორდი“ ქართველ ნახევარმცველში 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ზემოხსენებული პრემიერლიგის გუნდებისთვის მაღალი ფასია.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ გამორჩეული ფეხბურთელი და ლიდერია. მას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

ასევე იხილეთ