ირაკლი კირცხალია: დამერწმუნეთ, საქმით და არა მხოლოდ რიტორიკით, რასაც გვთავაზობდა „ნაცმოძრაობა“, ღირსეულად და მშვიდობით დავიბრუნებთ ჩვენს დებსა და ძმებს და ასე შევალთ ევროკავშირში
“ასე გავაგრძელებთ, ღირსეულად და მშვიდობით დავიბრუნებთ ჩვენს დებსა და ძმებს და სწორედ, ასეთი ღირსებით და მშვიდობით შევალთ ევროკავშირში”, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
„ჩვენივე გზის გაგრძელებაა იმ ეროვნული, ღირსეული და სუვერენული გზის, ეს ყველაფერი (სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება). უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა. დამერწმუნეთ, საქმით და არა მხოლოდ რიტორიკით, რასაც გვთავაზობდა „ნაცმოძრაობა“, ასე გავაგრძელებთ, ღირსეულად და მშვიდობით დავიბრუნებთ ჩვენს დებსა და ძმებს და სწორედ, ასეთი ღირსებით და მშვიდობით შევალთ ევროკავშირში“, – აღნიშნა კირცხალიამ.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.