leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციები იყო ჟესტი, რომ რაღაც მაინც ყოფილიყო გადმოგდებული ქართული ოპოზიციისთვის სალაპარაკოდ

“ჩვენ ოფიციალურ ვიზიტზე მოწვევით დავდივართ, ისე არ მივდივართ, ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ასე, თავისით ჩაადგებიან ხოლმე და დარბიან მერე დერეფნებში – როგორც ჩანს, ძალიან შეწუხდნენ იმათი სირბილით და დააწესეს სანქციები”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციები იყო ჟესტი, რომ რაღაც მაინც ყოფილიყო გადმოგდებული ქართული ოპოზიციისთვის სალაპარაკოდ. მეტი დატვირთვა და დანიშნულება ამ სანქციებს არ აქვს.

„ვისაც არ ეზარება და ვინც ასრულებს მითითებებს, ყველა საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებს. კონკრეტულად ჩვენი ოპონენტები რომ გახარებულები არიან, რა უხარიათ ეს უნდა მოვიკითხოთ, იმიტომ, რომ თუ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან მოწვევა მოხდა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია პასპორტში ვიზას მოაყოლებენ. თუ მოწვევა არ იქნა და პირადი ვიზიტია, მაშინ ჩვეულებრივი პასპორტით წავა ხელისუფლების წარმომადგენელი, არც ეს არის პრობლემა. ეტყობა, ჩვენი ოპონენტების სიარულით დაიღალნენ და იმათ შეუზღუდეს. ჩვენ ოფიციალურ ვიზიტზე თუ მივდივართ, მოწვევით დავდივართ და ისე ჩვენით ვიზიტებზე არ მივდივართ. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ასე, მათაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, თავისით ჩაადგებიან ხოლმე და დარბიან მერე დერეფნებში.

როგორც ჩანს, ძალიან შეწუხდნენ იმათი სირბილით. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრობლემა ეს სანქციები არ არის, შეიძლება პატარა დისკომფორტი იყოს, მაგრამ ეს იყო სხვა რომ ვერაფერი ხერხდებოდა ეს გააკეთეს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე იწყებდნენ საუბარს, წარმოიდგინეთ. 16-20 დეკემბრის ის საშინელი მოვლენები, რაც ამ ქვეყანაში უნდა განვითარებულიყო, მაქსიმალურად დავაზღვიეთ და ცუდი არაფერი ხდება ქვეყანაში. შესაბამისად, ეს იყო ჟესტი, რომ რაღაც მაინც ყოფილიყო გადმოგდებული ქართული, აგენტურული ოპოზიციისთვის სალაპარაკოდ. მეტი დატვირთვა და დანიშნულება ამას არ აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ