ილჰამ ალიევი: კარგია, რომ საქართველოში ახლა ვითარება სტაბილურობისკენ მიდის და ვხედავთ, იქ ისევ “მაკრონის ყურები” ჩანს
“კარგია, რომ საქართველოში ახლა ვითარება სტაბილურობისკენ მიდის და ვხედავთ, იქ ისევ “მაკრონის ყურები” ჩანს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვნი პარტნიორი და ახლო მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ სიტუაციის დესტაბილიზაცია ორივე ქვეყნისთვის მავნეა.
„კარგია, რომ ახლა იქ (საქართველოში) სიტუაცია დასტაბილურებისკენ მიდის და ხედავთ, რომ იქ “მაკრონის ყურები” ჩანს. ვერ ეტევა ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, მას აუცილებლად საქართველოს საქმეებში ჩარევა სჭირდება“, – განაცხადა ალიევმა.