ილჰამ ალიევი: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში შევა, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს დახმარებას იქ, სადაც არ გჭირდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში შევა, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს დახმარებას იქ, სადაც არ გჭირდება. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბაიდენის ადმინისტრაცია გვეუბნება, ჩვენ გვინდა დაგეხმაროთო. ჩვენ ვპასუხობთ, მადლობა, არ გვინდა. ისინი გვეუბნებიან, “არა, ჩვენ მაინც გვინდა”. მათ აქვთ ასეთი სტრუქტურა “იუესაიდი”, რომელსაც სურს დახმარება, მაგრამ რატომღაც არა იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „იუესაიდი“ პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა USAID-ი შეიძლება საერთოდ გააუქმოს.
მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, აეკრძალა „იუესაიდის“ საქმიანობა სწორი იყო.
“აზერბაიჯანული მედია უცხოური წყაროებიდან არ უნდა ფინანსდებოდეს, თუნდაც 1%-ით. და რატომ უნდა ფინანსდებოდეს? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში. მათ რაში სჭირდებათ ჩვენი მედიის დაფინანსება?”, – თქვა ილჰამ ალიევა.