leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ნებისმიერი შეზღუდვა არასწორია, საქართველო არანაირ შეზღუდვას არ იმსახურებს

“ნებისმიერი შეზღუდვა არასწორია. საქართველო არანაირ შეზღუდვას არ იმსახურებს, ვინც დიპლომატიურ პასპორტს ფლობს, ოპოზიციიდან იქნება თუ ხელისუფლებიდან, არც ერთ ადამიანის არ უნდა შეეზღუდოს დიპლომატიური პასპორტის გამოყენება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

“ომის დროს არ იზღუდება დიპლომატების საქმიანობა და მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე შეიძლება, რაიმე ორი აზრი არსებობდეს. საქართველო პატივისცემას იმსახურებს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ