leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილონ მასკი: კორუმპირებული ტრადიციული მედია, რომელსაც აფინანსებენ „დიფ სთეითის“ „დემოკრატები“

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა ტრადიციული მედია კორუმპირებულობაში დაადანაშაულა.

„კორუმპირებული ტრადიციული მედია, რომელსაც აფინანსებენ „დიფ სთეითის“ „დემოკრატები“! – წერს ილონ მასკი.

ილონ მასკი გამოეხმაურა ცნობებს, რომლის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციამ Reuters-ს გადაუხადა 300 მილიონ დოლარზე მეტი სახელმწიფო კონტრაქტების სახით, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციის 11 სხვადასხვა სამთავრობო უწყების სამიზნე ილონ მასკის ბიზნესები იყო.

ასევე იხილეთ