საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, აჰმედ ალნუაიმისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა მიულოცა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება. განხილულ იქნა მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტების გაცვლის საკითხი. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.