იოსებ ჭუმბურიძე: მიხეილ ყაველაშვილი გულით ქართველია და მთავარი ეს არის! თორემ დიპლომიანმა და უგულო-უსამშობლო პრეზიდენტმა რა „სიკეთეც“ მოგვიტანა, ყველანი ვხედავთ
„მიხეილ ყაველაშვილს რომ მოენდომებინა, ევროპული მასშტაბით სახელგანთქმული ფეხბურთელი, გონიერებით გამორჩეული, ბოლოს და ბოლოს ბაგრატიონების სიძე, დიპლომის აღებას როგორმე მოახერხებდა“, – ასე ეხმიანება პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის უდიპლომობის გამო ატეხილ აჟიოტაჟს.
„უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა ქალბატონმა, წლების წინათ, პლაგიატორობის იშვიათი მაგალითი გვიჩვენა: უტიფრად მიითვისა საკვანძო მოსაზრება იმ დისერტაციიდან, რომლის ოპონენტიც თვითონ იყო.
დიახ, ასე: მოეწონა და მიითვისა(?!).
თავისად გაასაღა(?!).
ისეთ „საუწყებო“ ჟურნალში დაბეჭდა, ადვილად რომ შერჩენოდა.
***
დღეს მომიტინგეთა შორისაა და მიხეილ ყაველაშვილის უდიპლომობას აპროტესტებს(?!).
***
მიხეილ ყაველაშვილს რომ მოენდომებინა, ევროპული მასშტაბით სახელგანთქმული ფეხბურთელი, გონიერებით გამორჩეული, ბოლოს და ბოლოს ბაგრატიონების სიძე, დიპლომის აღებას როგორმე მოახერხებდა.
ხოლო, იმ პლაგიატორივით, კომკავშირის ცეკას მდივნის ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო, პროფესორიც უპრობლემოდ გახდებოდა.
***
მიხეილ ყაველაშვილი გულით ქართველია და მთავარი ეს არის!
თორემ დიპლომიანმა და უგულო-უსამშობლო პრეზიდენტმა რა „სიკეთეც“ მოგვიტანა, ყველანი ვხედავთ“, – წერს იოსებ ჭუმბურიძე.