აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, მომხდარის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა.
აფხაზური მედიის ცნობით კი დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი – კან კვარჩია. ის კლინიკაშია გადაყვანილი და არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სროლაში ეჭვმიტანილი დე ფაქტო პარლამენტი წევრი ადგურ ხარაზიაა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.