„სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის პრიორიტეტებს შორისაა“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი აქტიურად უწყობს ხელს მშვიდობისა და სტაბილურობის მცდელობებს.
„გვსურს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით რეგიონში ახალი ერა დაიწყოს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანი, ასევე, იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ეგეოსის ზღვაში საბერძნეთთან ურთიერთობაში ბოლოდროინდელი ნეგატიური ატმოსფერო შეიცვლება და ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.