leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: იხვეწება, პრეზიდენტად დამტოვეთო…

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს ქალი მე-17 საუკუნეშიც ეგრე დაწანწალებდა. მაშინ გეზი ისპაჰანისკენ ჰქონდა. როცა ფიქრნი ღალატისანი შეაწუხებდა, როცა ბოღმა და ბალღამი მოაწვებოდა, შამაახტებოდა ცხენსა და გაჰქუსლამდა შაჰ-აბასის სასახლისაკენ.

***

ჩაიტანდა აქედამ შაჰთან წვრილ-წვრილად ამბებს იმაზედ, თუ როგორ ურჩობდნენ დიდებულები, როგორ უთხრიდნენ ძირს აღმოსავლურ მომავალს, როგორ იყურებოდნენ ისინი ფრანციისკენ, როგორ უცვლიდნენ ორიენტაციას ქვეყანას ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. მაშინ, როცა ქართველ ხალხს მკაფიოდ ჰქონდა განსაზღვრული თავისი აღმოსავლური მომავალი, ზოგიერთი ცნობილი პიროვნება საიდუმლო ვითარებაში დაძვრებოდა ფრანციის მეფეთა კარზე და სთხოვდა მფარველობას.

არა მხოლოდ შაჰ-აბასს, ისპაჰანში მჯდომ არც ერთ მმართველს არ ეპიტნავებოდა მოღალატეები, მაგრამ როცა ამას, ამ ცხენზე გადამჯდარ ეშმაკს საჭირო ამბები ჩაჰქონდა, მოჩვენებითი პატივით მაინც უნდა მიეღო და თვალ-მარგალიტითა და ფარჩა-სანელებლებით დაეჯილდოვებინა.

***

გავიდა ხანი!

ამისმა ბოზობამ თავისი გაიტანა, ქვეყანა გაპარტახდა და დაუძლურდა. ეს თვეში ერთხელ ისევ ისპაჰანში იჯდა და ახლა აღა-მაჰმად ხანს არწმუნებდა, ერეკლე მეორეს თვალი რუსეთისკენ უჭირავს, აღმოსავლურ მომავალს ეგეც ძირს უთხრისო. განრისხდა აღა-მაჰმად ხანი, მოადგა საქართველოს ასაოხრებლად, მაგრამ იმჯერად გაუჭირდა. ეგ კი არა, გაწბილებული უკან გაბრუნებას აპირებდა, როცა გზაში ეს წამოეწია და აუწყა, ერეკლე მეორეს მეზარბაზნეები არ ჰყავს, მისი დამარცხება იოლად შეგიძლიაო. მობრუნდა ტირანი და… ამას რომ გაუხარდებოდა, ის ქნა.

***

შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო. ეს ერეკლეზე ადრე ჩავიდა რუსეთში, სამეფო კართან მუხლებზე დავარდა და ერთგულება შეჰფიცა, თან იმ წამსვე ბოზობას მიჰყო ხელი – ერეკლე მაინც აღმოსავლური ორიენტაციისაა, არ ენდოთო, ეგ ხან დასავლეთისკენაც იყურებაო. არ დაგავიწყდეთ, მაგაზე თქვა ფრიდრიხმა, აღმოსავლეთში ეგ არი, დასავლეთში კიდე მე ვარო.

***

ამისი ბიოგრაფია რომ მოვყვე, ძალიან შორს წავალ… როდესაც რუსეთში ბოლშევიკები მოვიდნენ, ესეც ბოლშევიკად გადაიქცა და არც ძველი ხელობა მიუტოვებია – აბოზა და აბოზა ხალხი, არ აინტერესებდა, შინაური იყო თუ გარეული. როდესაც ფაშისტებმა მთელი ევროპა დაიპყრეს, ფიურერის ფანი გახდა და ითანამშრომლა კიდეც. როდესაც ფაშისტები დამარცხდნენ, ისევ კომუნისტი გახდა.

***

ახლა პროდასავლელია. დადის, დადის, დადის, ბოზობს, ბოზობს, ბოზობს, არიქა, საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რამე ქენით, დასაჯეთ, მაგათ თვალი რუსეთისკენ უჭირავთო. ისინიც ცდილობენ, რაღაცას ჩირთიფირთობენ, მაგრამ რა ქნან? არ გამოსდით. ახლაც ჩაეთრა ევროპარლამენტში, ტაშიც დაუკრეს, სწორედ ისე, აღა-მაჰმად ხანი რომ უკრავდა ხოლმე, მაგრამ 750 დიდებულიდან მხოლოდ ორმოცდაათიოდემ თუ ინება მასი მოსმენა. ეტყობა, მაგათაც მობეზრდათ მოღალატეები.

იხვეწება, პრეზიდენტად დამტოვეთო. აი, რაც გინდათ, ის ქენით, თქვენც დარჩით, ოღონდ მეც დამტოვეთო. აქ უარი სტკიცეს და იმათ ეხვეწება, დამტოვეთო. ვერ არი კარგად, ავადაა, ბოლო-ბოლო, საუკუნეების განმავლობაში ბოზობს და რანაირადღა უნდა იყოს ჯანმრთელად?

***

არ მითხრათ, წინა საუკუნეებში ეს არ იყოო.

როგორ გეკადრებათ, ზუსტად ეს იყო, კარგად ვიცნობ ამის ჯიშსა და მოდგმას, ეს იყო-მეთქი!!!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ