ისნის რაიონის გამგეობამ ორ მისამართზე – გვენცაძის ქუჩის N32-ისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N17-ის მიმდებარედ გასართობი და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა დაასრულა.
სამუშაოების შედეგად, 8215 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, განთავსდა საბაღე სკამები და ურნები, მოეწყო ახალი ლედ განათება და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 1 346 971 ლარი დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი რჩეულიშვილმა, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.