leaderboard_below_slide
left_sabechdi

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს საჩუქრად საფეხბურთო ფორმები და ბურთები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში, დევნილთა განსახლების ადგილას შექმნილ საფეხბურთო გუნდს „ცხუმი“ საჩუქრად საფეხბურთო ფორმები და ბურთები პირადად გადასცა.

საფეხბურთო ფორმები და ბურთები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს „სოციალური სოლიდარობის პროგრამის“ ფარგლებში იქნა შეძენილი.

„ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს და ბედნიერი ვარ, თუ მათი წარმატების გზაზე ჩვენი წვლილის შეტანას შევძლებთ.

თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველvყოთ მათი ღირსეული ცხოვრების საჭირო ყველა პირობა“, – აღნიშნა დავით ფაცაციამ.

 

ასევე იხილეთ