leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: დღეს ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე „ქართული ოცნების” შედეგები გურიაში – ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება, რომელშიც გურულები იღებენ მონაწილეობას.

წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.

„დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს. მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში:

ოზურგეთი – 64,7%, – 23,362 ხმა;
ლანჩხუთი – 61 %, – 10,106 ხმა;
ჩოხატაური – 67 % – 7,821 ხმა;

ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”,– წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ