leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: გიგი უგულავა კრიმინალი და მძარცველი გახლავთ 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი გიგი უგულავა იმ რეჟიმს წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა.

„გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს 2012 წლამდე. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და სხვა პირებთან ერთად. გიგი უგულავას ნათქვამი ფრაზები გასაკვირი არ არის. ის თავად გახლავთ კრიმინალი და მძარცველი. თუ შეიწყალეს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, აღნიშნა: „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი თუ მისი მთავარი სუბიექტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.

 

 

ასევე იხილეთ