გელა ზედელაშვილი: ნუ გაქვთ ჩაკეტილი სატელევიზიო არხები ფართო სპექტრისთვის, ალაპარაკეთ ჭკვიანი ხალხი, მართლა ხელოვანები და მართლა სპორტსმენები, მართლა მეცნიერები, მართლა პროფესიონალები

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელით ხელისუფლებას მიმართავს.
„პატივცემულო ხელისუფლებავ!
***
ბოლო რამდენიმე დღეა, ვკითხულობ განცხადებებს, თურმე შოთი არველაძე არ მოდის ირაკლი კობახიძესთან სალაპარაკოდ და თავს არიდებს დისკუსიას. დღეს წავიკითხე, თურმე ყოფილი „ფეღბურთელი“ დუმს.
კი, მაგრამ ვინ ბრძანდება ეს შოთი არველაძე, ასერიგად რომ ელოდებით, ის კიდე არ მოდის, თავს იკავებს და დუმს? ამიხსენით, ვინ ბრძანდება, ჩერჩილი, რუზველტი თუ დე გოლი? ეგებ რობესპიერია და ჩვენ არ ვიცით?!
***
სხვათა შორის, ადრე მინდოდა დამეწერა და ვერ მოვიცალე – თავის დროზე, 2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა კარგი მეთოდი, თვეში ერთხელ მართავდა ფართომასშტაბიან პრესკონფერენციას. როცა გიორგი მარგველაშვილი გაპრეზიდენტდა, მას ვკითხე, გააგრძელებდა თუ არა მსგავს პრესკონფერენციებს? კიო, კაცო, ბაზარი არ არი, მეც გავმართავ ხოლმე, მომწონს ეგ ფორმაო. ჩემი ფეხები, 6 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გაუმართავს ფართომასშტაბიანი პრესკონფერენცია. ეს ყვავი დედაკაცი კიდე საერთოდ გავიდა მომსახურების ზონიდან.
დღეს ყველა ვხედავთ, რომ მხოლოდ ტელევიზიების მიწვევა ეფექტური არ არის. მეტიც, „ნაცურ-შმაცური“ ტელევიზიების ჭუტკორები არც შეკითხვის დასმას აცდიან ვინმეს და არც პასუხებს ისმენენ, იფურთხებიან, იგინებიან და თავზე იფსამენ. მაშინაც იყვნენ ეგეთი „პრაშმანდოვკები“, მაგრამ ისინი მაინც უმცირესობაში ხვდებოდნენ და მართლა ჟურნალისტების ფონზე უსუსურად გამოიყურებოდნენ. ხომ არ სჯობს, შოთიკოებს და შფოთიკოებს კი არ ველოდოთ, ის აღვადგინოთ, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა და დღესაც არაერთი ქვეყნის ლიდერი აკეთებს?
***
გამოვიდეთ, ვილაპარაკოთ, რატომ უნდა ჩავიკეტოთ შოთიკოებთან სადღაც ოთახში და ველაპარაკოთ მაღალ მატერიებზე? წავიდეს, კაცო, იბურთაოს, თუ ბურთაობის ტრაკი აღარ აქვს, ბავშვები აბურთაოს, რომელი არსთგამრიგე და ავან-ჩავანი ეგ არი?
დაპატიჟეთ ბეჭდური მედია, ანალიტიკოსები, სააგენტოები, რადიოები, მთლად ეგრეც არ არი საქმე, მარტო მიკროფონამოჩრილები რომ „ბლატაობენ“ და შეკითხვასაც ვერ სვამენ ხეირიანად.
***
ჰო, კიდევ ერთი!
ამ ჩვენს პატივცემულ ტელევიზიებში (ალბათ ხვდებით, რომლებსაც ვგულისხმობ) სულ რაღაც 6-7 კაცი რომ ტრიალებს მუდმივად, თვალებში მაზოლები არ ამოგივიდათ? იქით მხარეს რომ ე.წ. სახელოვნებო ტიპები დათოხარიკობენ, აქეთ მხარეს სახელოვნებო ადამიანები აღარ არიან? მწერლები აღარ არიან? მსახიობები აღარ არიან? რეჟისორები აღარ არიან? საერთოდ, ავტორიტეტები აღარ არიან? სპორტსმენები აღარ არიან? თუნდაც ექიმები არ არიან? თუნდაც საინტერესო ადამიანები არ არიან?
არიან… ჰაი, ჰაი, რომ ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ არ უჩვენებთ. რატომ? მე არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ მხოლოდ 6-7 კაცის ჩვენებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ ხელისუფლებას მეტი აღარავინ უჭერს მხარს. გეუბნებით, ეს არის წამგებიანი პოზიცია. აბა, ნახეთ, ხომ მაგრად გრიალებენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გიჟები და იძლევიან ბრძანებებს? როგორც კი საპირისპირო მხრიდან მოითხოვეს ღია ეთერი, ეგრევე უარი მიიღეს. რათა? არ ვიცი, იმათა! გუშინ თვალი მოვკარი, ჯონდი ბაღათურია მიუყვანიათ სალაპარაკოდ, მივესალმები, მაგრამ ეს მაინც ცოტაა.
***
ნუ გაქვთ ჩაკეტილი სატელევიზიო არხები ფართო სპექტრისთვის, ქუჩაში მორბენალი ჯოგები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ უმრავლესობაში არიან, ალაპარაკეთ ჭკვიანი ხალხი, შემტევი ადამიანები, მართლა ხელოვანები და მართლა სპორტსმენები, მართლა მეცნიერები, მართლა პროფესიონალები. ეს ე.წ. ბიზნესმენები რომ გამოხტნენ, ამათ მეტი აღარავინ დაგვრჩა? დაგვრჩა კი არა, ესენი მტკვარში წვეთის ოდენიც არ არიან, მაგრამ ხმაურობენ და ასე ქმნიან „კარწინკას“.
გაიგეთ, რაც ამათ დამართეს თავიანთ შვილებს, ეს გააკეთეს პროპაგანდით, თავიანთივე ე.წ. ტელევიზიებით. ამათ იმუშავეს გებელსის დოქტრინით, გამოიყენეს საინფორმაციო საშუალებები და საზოგადოების ნაწილი აქციეს ღორების კოლტად. ახლა ჩვენ გვჭირდება საპირისპირო პროპაგანდა, რათა მთელი ერი არ აქციონ ღორების კოლტად.
***
ეგ არი და გორის ციხე, ახლა თქვენ იცით“, – წერს გელა ზედელაშვილი.