leaderboard_below_slide
left_sabechdi

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში აშშ-მა გამონაკლისი დაუშვა გაზის შეძენასთან დაკავშირებით გადახდებზე

„გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში აშშ-მა გამონაკლისი დაუშვა გაზის შეძენასთან დაკავშირებით გადახდებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-მა „გაზპრომბანკს“ სანქციები 21 ნოემბერს დაუწესა, რამაც დაბრკოლება შეუქმნა რუსული გაზის ევროპელ მყიდველებს. მყიდველები „გაზპრომბანკს“ იყენებდნენ გადახდების განსახორციელებლად.

უნგრეთმა, რომელიც ძირითადად ეყრდნობა რუსულ ნავთობსა და გაზს, აშშ-ს სთხოვა გამონაკლისი დაეშვა.

„გაზპრომბანკზე“ აშშ-ის სანქციებმა სირთულეები შეუქმნა რამდენიმე იმპორტიორს, მათ შორის თურქეთსა და სლოვაკეთს, და ეს ქვეყნები ეძებენ გადახდების განხორციელების ვარიანტებს.

„დღეს მათ [აშშ] „გაზპრომბანკთან“ დაკავშირებით გაზის გადახდებზე გამონაკლისი დაუშვეს, რაც კარგი ამბავია, მაგრამ ამასობაში ჩვენ რეგიონულ მოკავშირეებთან ერთად შევიმუშავეთ გამოსავალი, გადახდის ალტერნატიული რეჟიმი, რომელიც არ არღვევს სანქციებს, მაგრამ იძლევა გადახდების განხორციელების საშუალებას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ასევე იხილეთ