leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროპარლამენტარი: ვფიქრობ, რომ არჩევნები, რაც საქართველოში ჩატარდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი

„ვფიქრობ, რომ არჩევნები, რაც საქართველოში ჩატარდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი. მინდა ვიხილო, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა მიიღო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით”, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტის წევრმა სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუშიმ.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით და ერთ-ერთ ბოლო რეზოლუციაში არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც გაჟღერდა. როგორ ფიქრობს რა დგას ეჭვების მიღმა და რისთვის არის გამიზნული ასეთი სპეკულაციები.

„ეჭვი არ მეპარება, რომ თუ რომელიმე ევროპული ქვეყანა წააწყდებოდა ასეთ ჩარევას წინასაარჩევნო პროცესში, არ იქნებოდა მისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი. ჩემთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია უცხოელი პოლიტიკოსები და სხვადასხვა ჯგუფი როგორ ერეოდნენ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში და ვფიქრობ, აბსოლუტურად სამართლიანი იყო, რომ თქვენი მთავრობა იღებდა შესაბამის გადაწყვეტილებებს ემართა პროცესი და არ დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. არ ვფიქრობ, რომ ევროპულ პარლამენტს გააჩნია რაიმე უფლება რაღაცნაირად მოახდინოს კომენტირება, გიბრძანონ როგორ გამოიყენოთ ეროვნული კანონმდებლობა.

ვფიქრობ, რომ არჩევნები, რაც საქართველოში ჩატარდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი, ეჭვი და საფუძველი არ მაქვს არ დავიჯერო, რომ თუ თქვენმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, რომ არ იყო სამართლიანი. მინდა ვიხილო, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა მიიღო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ონდრუშიმ.

ასევე იხილეთ