ირაკლი ზარქუა ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე: სწორი ინფორმაცია არ აქვთ, მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იღებენ ინფორმაციას
“სწორი ინფორმაცია არ აქვთ, მხოლოდ კოლექტიური “ნაცმოძრაობისგან” იღებენ ინფორმაციას და ეს არახალია”, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, რითაც გამოეხმაურა სამიტის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს.
„მათი სატელიტები რომ არიან, ესეც დადასტურებულია არაერთგზის და ბუნებრივია, რომ ასეთ ადამიანებს რაც არ უნდა აუხსნა, აზრი არ აქვს, რადგან მათ სხვა მისია აქვთ. ძალადობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია და იქ, სადაც ძალის გადამეტება იყო, ყველგან საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ზარქუამ.
ევროპულმა საბჭომ ლიდერების სამიტის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.