leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი, ესტონეთშიც მსგავსი ხელწერით მოქმედებენ შესაბამისი ძალები, რაც სამწუხაროა, ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

„ძირითადად ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი. ვნახეთ, რომ ესტონეთშიც  მსგავსი ხელწერით მოქმედებენ  შესაბამისი ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო რჩება ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

„ლიბერალური ფაშიზმი ყველგან მოქმედებს ერთი ხელწერით, საქართველოში, ესტონეთში, სლოვაკეთში თუ გერმანიაში, ყველგან, ხელწერა არის იდენტური. აქაც, ადამიანმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა და ვნახეთ სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება. ძირითადად ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი. ვნახეთ, რომ ესტონეთშიც მსგავსი ხელწერით მოქმედებენ შესაბამისი ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ  ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ