leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო თანდილაშვილი გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეექვსე სესიაზე (UNEA-6) 2 წლის ვადით გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

გაერო-ს გარემოს დაცვის ასამბლეა, რომელიც 193 წევრ ქვეყანას აერთიანებს, წარმოადგენს მსოფლიოს უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასამბლეა ადგენს გლობალურ გარემოსდაცვით დღის წესრიგს და განსაზღვრავს პოლიტიკისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის პრიორიტეტებს.

გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რესურსების მობილიზაციისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის  კუთხით, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

 

ასევე იხილეთ