leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სივრცე თანამედროვე სამყაროში, როდესაც ხარ ერთიანი სივრცის ნაწილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელია, ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირში გაწევრიანებისგან

„ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სივრცე თანამედროვე სამყაროში, როდესაც ხარ ერთიანი სივრცის ნაწილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელია, ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირში გაწევრიანებისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირისადმი ნდობა და ევროპული ინსტიტუტებისადმი ნდობა განსხვავებული რამ არის.

„ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას არყევენ შესაბამისი ევროპული ინსტიტუტები. როდესაც ევროპული ინსტიტუტები პირდაპირ აჩვენებენ იმას, რომ მათ უნდათ ხელისუფლებაში მწამებლების და მკვლელების დაბრუნება, ეს რა თქმა უნდა, არყევს ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ევროკავშირის მიმართ ნდობა არის განსხვავებული რამ. რაც შეეხება ჩვენს წვლილს ევროკავშირის მიმართ ნდობის ზრდაში, ეს წვლილი პირდაპირ არის გამოხატული რეიტინგებში. როცა საუბარია ევროკავშირზე, 10%-ით არის გაზრდილი 2012 წლის შემდეგ ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, იყო 75% და არის დაახლოებით 85%-მდე ჩვენი მმართველობის პირობებში. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი დამსახურება. ჩვენ, მაშინაც კი, როდესაც უხეშად თავს გვესხმიან ევროპული ინსტიტუტები, ვამბობთ, რომ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ, ქვეყანაში ვინარჩუნებთ 80%-ზე მაღალ ნდობას. ზოგადად, როცა ხარ კონკრეტული ოჯახის წევრი, ეს არის მნიშვნელოვანი. ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სივრცე თანამედროვე სამყაროში. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება არ დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა ან პირდაპირი შედეგები შეიძლება არ გამოიწვიოს, მაგრამ როდესაც ხარ ერთიანი სივრცის ნაწილი, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელი. ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირში გაწევრიანებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ