leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი ისრაელის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა დიპლომატს სოლიდარობა გამოუცხადა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

 

ასევე იხილეთ