“რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს სიმართლის გაგონება და ყველაფერი ის, რაც მათი ლიბერალური ფაშიზმის ხოტბის შემსხმელი არ არის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“, რომელიც გამოეხმაურა ოპოზიციის მწვავე რეაქციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებების შემდეგ.
„ამ ადამიანებს აღიზიანებთ სიმართლის გაგონება. ამ ადამიანებს აღიზიანებთ ყველაფერი ის, რაც მათი ლიბერალური ფაშიზმის ხოტბის შემსხმელი, საკმევლისა და გუნდრუკის მკმეველი არ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს“