“მოდით, ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევები საბოლოოდ უნდა შეწყდეს”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ზელენსკიზე საუბრისას.
მან კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე გააკეთა, რომელმაც ევროპულ საბჭოში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოითხოვა.
„მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პირველი პირი და ამაზე მძიმე განცხადებები, რომელიც საერთოდ არ ესადაგება არც ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და არც იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც უკრაინას გააჩნია. მოდით, ყველამ საკუთარ ქვეყანას მიხედოს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევები, დიდი ხნის წინ დაწყებული, ახლა არჩევნების დროს გამოკვეთილი, საბოლოოდ უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტი ევროპისგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება ევროპული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.