leaderboard_below_slide
left_sabechdi

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთს „გაზის კრიზისი“ ემუქრება, თუ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტზე ხელშეკრულებას არ გააგრძელებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთს „გაზის კრიზისი“ ემუქრება, თუ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტზე ხელშეკრულებას არ გააგრძელებს.

ფიცომ აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის სამიტზე ისაუბრა. როგორც მედია წერს, ფიცო არ გამორიცხავს, რომ რუსული გაზის ტრანზიტის ნაკლებობის შემთხვევაში, სლოვაკეთს „საპასუხო ზომებზე მოუწიოს ფიქრი“.

ამასთან, რობერტ ფიცოს თქმით, საკითხი ასევე განიხილა ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და გააფრთხილა ისინი, რომ კიევი გაზის ტრანზიტს თუ შეწყვეტს, გაზი გაძვირდება.

შეგახსენებთ, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინა და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპული გაზის ჰაბის შექმნას გეგმავენ, რისი მეშვეობითაც ევროპა ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს.

რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის კონტრაქტის ვადა 2025 წლის 1 იანვარს იწურება.

ასევე იხილეთ