“შვეიცარიასთან უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ერიკ ნუსბაუმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.
“ჩვენ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, მან მზაობა დაგვიდასტურა იმ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების, რომელიც ამ დროისთვის შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებობს.
აქტუალურია საკითხი პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. შვეიცარიული მხარე ამ მიმართულებით დაინტერესებულია და იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის, განათლებისა და ეკონომიკური სფეროს მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები. შვეიცარიასთან უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.