ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, ამ შემთხვევაშიც ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას
„ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილ იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნაში წარმოდგენილია გარკვეული რეკომენდაციები, რომელზე სამუშაოდაც საქართველო მზად არის.
„იხილეთ, როგორი მძიმე რეაქცია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტზე და იხილეთ აგრესიული თავდასხმები ამ ადამიანის, ალენ ბერსეს მიმართ, ჩვენ ველოდებით ასეთ აგრესიულ თავდასხმას კიდევ ერთხელ ეუთო/ოდირის მიმართ. ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილ იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც. ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირთან თანამშრომლობისთვის. არის კონკრეტული რეკომენდაციები წარმოდგენილი ამ დასკვნაში და მზად ვართ, რომ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ შესაბამისი რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.