leaderboard_below_slide
left_sabechdi

დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ „საახალწლო სოფელს“, სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ „საახალწლო სოფელში“ მოწყობილია: სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს დახვდებათ: გასტრონომიული მარკეტი, „თბილისის საშობაო ბაზარი“, საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ტკბილეულის ფესტივალი.

„საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება: ზღაპრის გმირების მსვლელობა, საბავშვო კონცერტები, საღამოს კონცერტები, ღია კინოთეატრი, თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები და საბავშვო-გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ასევე იხილეთ