პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის და საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის ძირითად აქცენტებს აქვეყნებს.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც მმართველ პარტიას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება.
„ეუთო/ოდირის დასკვნა აშშ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ:
- მიუხედავად იმისა რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები მაინც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს
- ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში
- კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ-კონფრონტაციული და წამქეზებელი რიტორიკით როგორიც იყო: პირადი თავდასხმები, კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ
- შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა
- ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული
საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის ძირითადი აქცენტები:
- 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა ფართო არჩევანი. ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ თავისუფალი კამპანიის წარმოება. კამპანია ჩატარდა მშვიდ გარემოში, ხოლო ძალადობის იზოლირებული შემთხვევები მიიღეს როგორც მმართველი პარტიიდან ისე ოპოზიციის მხრიდან.
- ეუთო/ოდირი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.
- ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების 90%-ში საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად.
ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – წერს ნინო წილოსანი.