leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა ნაცვლიშვილი: მგონი, დადგა დრო, შევქმნათ „ოცნების მმართველობისგან დამოუკიდებელი ზონა“, სადაც…

სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„აშკარაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩვენთან და ჩვენი წესებით თანაცხოვრებას წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობად აღიქვამს.

ისიც აშკარაა, რომ ხელისუფლებას საყვედურობენ, არ უსმენს საზოგადოების ამ ნაწილსო.

მგონი, დადგა დრო, არათუ მოვუსმინოთ, სრულად გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და შევქმნათ „ოცნების მმართველობისგან დამოუკიდებელი ზონა“ (ერთგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი ოფშორი), სადაც

  1. პეტიციაზე ხელმომწერ ბიზნესებს ადეიშვილის წესებით მოეპყრობიან;
  2. პაციენტებს – სოფო ჯაფარიძის სტანდარტით;
  3. პატიმრებს – ბაჩო ახალაიას საწყაულით;
  4. პროფესორებს – კახა ლომაიას დირექტივებით;
  5. ჯარს – კეზერაშვილის ეკონომიკური ხედვით;
  6. მესაკუთრეებს – ნუნუ გინტურის 7/24 სერვისით;
  7. ტელევიზიებს – ვანო მერაბიშვილის მედიაპლურალიზმით;
  8. დევნილებს – ფოცხოეწერულად

და ასე შემდეგ (ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა)…

ჩვენც დავისვენებთ და ისინიც!“ – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ასევე იხილეთ