ლალი მოროშკინა ტელევიზიებს: სად არის სიუჟეტები პოლიციელებზე, რომლებმაც ჯერ ძმათამკვლელი, მერე კი კავკასიის ომი აგვაცილეს?!
პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალური ქსელით ტელევიზიებს მიმართავს.
„მივმართავ ტელევიზიებს!
სად არის სიუჟეტები საავადმყოფოებიდან, სადაც ჩვენი გმირი პოლიციელები დღემდე მკურნალობენ?
სად არის მათი და მათი ოჯახების წუხილზე გადაცემები?
ვინ გვიყვება, რა გადაიტანეს იმ ავადსახსენებელ დღეებში ბიჭებმა მომიტინგე აგრესორებისგან!
სად არის კადრები, როგორ ხვდებიან საავადმყოფოებთან ცოლები კიდურებდასახიჩრებულ პოლიციელებს!
სად არის ხელებაკანკალებული დედის და თვალებდათხრილი სპეცრაზმელის შეხვედრის სცენა?
პატარა ქალაქია და ყველამ კარგად ვიცით, რა შეურაცხყოფა და დამცირება აიტანეს ტიტანური თავშეკავებით!
სად არის სიუჟეტები პოლიციელებზე, რომლებმაც ჯერ ძმათამკვლელი, მერე კი კავკასიის ომი აგვაცილეს?!
მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილს და სრულიად ძალოვან სტრუქტურებს!
მორჩა კინო!“ – წერს ლალი მოროშკინა.