leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ტალიაშვილი: ევროპის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში იმ ფრაზის ამოკითხვა, რომელიც ხაზს უსვამს ცესკოს ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობას, გამჭვირვალობას

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა შეაფასა.

„ცესკოს ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ძალიან აქტიურად მუშაობს ევროპის საბჭო, მათ შორის უნარების განვითარებასა და სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ამ დასკვნაში იმ ფრაზის ამოკითხვა, რომელიც ხაზს უსვამს ცესკოს ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობას, გამჭვირვალობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ცესკოს წინაშე მდგარი ამოცანები იყო შესრულებული ეფექტიანად და პროცესიც იყო გამჭვირვალე“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტში ასევე არის რეკომენდაციები ხელისუფლების მიმართ, რომ არსებული შენიშვნები აღმოფხვრას.

„ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოხატა თავისი ნება, რომ ეუთო/ოდირთან გაგრძელდეს შემდგომი საქმიანობა, რათა მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემები საქართველოში. ასე, რომ ის საარჩევნო ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნილი იყო, მას ჰქონდა ძალიან ბევრი ძლიერი მხარე, იყო ხარვეზები, რომელზეც უკვე ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში.

ასევე იხილეთ