leaderboard_below_slide
left_sabechdi

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში – თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ  ისაუბრა.

“საქართველოში გამოიდარებს, ღამით მოიმატებს ყინვები, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია -2 გრადუსამდე ყინვა. შემდეგ დღეებს რაც შეეხება, ყინვა არ არის მოსალოდნელი და გამოიდარებს. დღის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოიმატებს და +15 +17 გრადუსს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში და დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ზოგგან იქნება ნისლი. გუდაური-სტეფანწმინდის მიდამოებში მოსალოდნელია -10 -12 გრადუსი. შეიძლება ითქვას, უნალექო ამინდები 27 დეკემბრამდე შენარჩუნდება”, – განაცხადა “პრაიმტაიმთან” დოდო გვაზავამ.

ასევე იხილეთ