leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: დესტრუქციულნო, თავს ნუ იტყუებთ, სრულად ოპოზიციის მხარდამჭერნიც კი არ გამოდიხართ აქციებზე, რადგან არ გჯერათ ნარატივის “არჩევნები გაგვიყალბეს”!

“დესტრუქციულნო, თავს ნუ იტყუებთ, სრულად ოპოზიციის მხარდამჭერნიც კი არ გამოდიხართ აქციებზე, რადგან არ გჯერათ ნარატივის “არჩევნები გაგვიყალბეს”! და ღიმილნარევი დუმილით უყურებთ ევროპის სახელით არაევროპულად მოქმედ ძალებს”,– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ამას კარგად ხედავენ კოლექტიური დასავლეთის მიერ დაფინანსებული და დავალება მიღებული შიდა აგენტები და ცდილობენ ხელოვნურად შექმნან გამარჯვების ეფექტი.

ჩემ მიერ განთავსებული ეს ვიდეო არის გზამკვლევი სიმართლესა და ტყუილს შორის. ეს არის იმის მტკიცებულება თუ რამდენი გინდათ იყოთ და რამდენი ხართ სინამდვილეში”, – წერს მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ