უკრაინელებმა დრონებით იერიში ყაზანზე მიიტანეს. 8 დრონიდან საჰაერო სისტემამ მხოლოდ ორის განეიტრალება შეძლო. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გააგრძელებს.