ვიქტორ ორბანი: არასდროს შევალ პოლემიკაში იმ ადამიანებთან, რომელთა პატრონები ბრიუსელში არიან – პოლემიკა მათ პატრონებთან მექნება
“მე არასდროს შევალ პოლემიკაში იმ ადამიანებთან, რომელთა პატრონები ბრიუსელში არიან – პოლემიკა მათ პატრონებთან მექნება”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
„წლების განმავლობაში ბრიუსელი ჩვენს არჩევნებში ერეოდა რეჟიმის შეცვლის მიზნით. პიტერ მადიარი [უნგრეთის უდიდესი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე] ერთ-ერთია ამ სიიდან“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის გზა დამოუკიდებლობის გზაა.