leaderboard_below_slide
left_sabechdi

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა

ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის – 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ