საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს გიორგი ლელაშვილის ოჯახს და ახლობლებს.
„გუშინ, ხანძრის ჩაქრობის დროს, თბილისში, ვაკის რაიონში, დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი, მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს, მინდა სამძიმარი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.