leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბადრი კვარაცხელია დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, იუწყება „ეხო კავკაზა“.

გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველოს“ მეთაური ბადრი კვარაცხელია კურსკის ოლქში დაპირისპირების დროს დაიღუპა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთ-უკრაინის ომს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ