ბრაზილიის სამხრეთით, ტურისტულ ქალაქ გრამადოს ცენტრში მცირე ზომის თვითმფრინავი მაღაზიებს შეეჯახა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამოქალაქო თავდაცვამ ცხრა ადამიანის დაღუპვა დაადასტურა, თვითმფრინავში მყოფთაგან კი არავინ გადარჩენილა“, – განაცხადა კლებერ დოს სანტოს ლიმამ, რიუ გრანდი დუ სულის შტატის სამოქალაქო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.
სამოქალაქო დაცვამ ადრე განაცხადა, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა.
„სამწუხაროდ, პირველადი ცნობები მიუთითებს, რომ თვითმფრინავის მგზავრები ვერ გადარჩნენ“, – თქვა გუბერნატორმა ედუარდო ლეიტემ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სახანძრო ბრიგადის ცნობით, თვითმფრინავი გრამადოს მახლობლად, კანელას რეგიონული აეროპორტიდან აფრინდა და გაემართა ფლორიანოპოლისში, შობის დროს კიდევ ერთი პოპულარული ტურისტული ადგილისკენ.
გრამადო უაღრესად პოპულარული დანიშნულების ადგილია სამხრეთ ბრაზილიაში, რომელიც ცნობილია გერმანული არქიტექტურითა და მთიანი პეიზაჟებით.