leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუკა არველაძე: 12 წლის მერე, ძალიან ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდა, თუ რამხელა ზეწოლას, ღალატს, უმადურობას გაუძლო ბიძინა ივანიშვილმა, გაუძლო იმიტომ, რომ ძლიერია!

„მათთვის სულერთია, რა მოხდება – დაიქცევა ქვეყანა თუ არა…  თითქოს გზაგასაყარზე ვართ, დანის წვერზე მოსიარულენი, უბრალოდ  ასე მგონია, თითქოს, არც არავის სჭირდება, იარსებებ თუ არა! მაგრამ უნდა გავაწბილო ასეთები  – რადგან ასეთი დამოკიდებულება, ზოგადად, ძვირი უჯდებათ ხოლმე!” – ამის შესახებ ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„როგორც თქვენ, მეც  ბევრი კითხვა მაქვს ძალიან მაგარ ადამიანთან. ასეა, რადგან ბევრი რამ, რაც დღეს ხდება, გაუგებარია და ლოგიკურ ახსნას მოკლებული!

მისმა შემოსვლამ ქართულ პოლიტიკაში უდიდესი ძვრები გამოიწვია, ძალიან კარგად ვიცი, შიგნით, „ქართულ ოცნებაში“ რა როგორ ლაგდება და რა როგორ ფუჭდება, ისიც ვიცი….

მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

12 წლის მერე, ძალიან ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდა, თუ რამხელა ზეწოლას, ღალატს, უმადურობას გაუძლო ბიძინა ივანიშვილმა, გაუძლო იმიტომ, რომ ძლიერია!

გაუძლო იმიტომ, რომ რიგითი ადამიანების ერთგულების სინერგია, დღემდე ძლიერია და ამას ვერავინ მოერევა, სანამ ასეა!

ამიტომაც, იმდენად ძლიერია რომ საკუთარი ავტორიტეტიც კი სასწორზე დადო, როცა დედის მიერ დაწყევლილ კოლექტიურ დასავლეთთან მოუწია გარიგებაზე წასვლა და ზუსტად იცოდა, მისი ნდობით აღჭურვილი მილიონობით  ადამიანი ზურგს არ შექცევდა.

ეს მოხდა, როცა დასავლეთს კოჭად გაუგორა ჯერ მარგველაშვილი, რესპების უსუფაშვილ-ხიდაშელი, ნანუაშვილ – ლომჯარია.

და კიდევ არაერთი არასასურველი აღზევდა ასე!!!

ზურაბიშვილი გვირგვინია აგენტების ნაძვის ხეზე!

და ალბათ კიდევ ბევრი სათამაშოა, ვინც ჯერ არ ვიცით!

ყველაფერი ცუდი, რაც მოხდა და ხდება, გარკვეულწილად მის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს  და ისინი, ვინც დღეს მის სახელს და ავტორიტეტს ამოფარებული მერკანტილური ინტერესებით საქმეს აფუჭებს და  არხეინადაა, იმაზე მეტი ნაძირალაა, ვიდრე ხილული მტერი!!!

კოლექტიური დასავლეთის მაჯლაჯუნების მიღმა კი ივანიშვილის მუდმივი ძიება.

ძიება იმ ადამიანების, ვინც გაიზიარებს მის პოლიტიკას, არ უღალატებს ქვეყანას და არ დაემორჩილება საელჩოებს, ან რომელიმე უცხო ქვეყნის ადმინისტრაციას!!!!

და  ამ ძალიან მაგარი ადამიანის ერთგული მილიონ ორასი ათასი ადამიანი დღესაც დიდი მოთმინებითაა და კარგად გვესმის თითოეულ ჩვენგანს, თუ რა დევს სასწორზე!!!

სიმართლე გითხრათ, პირადად განხიბლული ვარ გარკვეულ საკითხებში!

ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ნათლად ვხედავ ისევ კოჰაბიტაცია-კოლაბორაციას  –  რადგან ვიცი, რა არხეინად არიან დღესაც!

და ჩემგან განსხვავებით, დარწმუნებული ხვალინდელ დღეში.

მათთვის სულერთია, რა მოხდება – დაიქცევა ქვეყანა თუ არა…

თითქოს გზაგასაყარზე ვართ, დანის წვერზე მოსიარულენი, უბრალოდ  ასე მგონია, თითქოს, არც არავის სჭირდება, იარსებებ თუ არა!

მაგრამ უნდა გავაწბილო ასეთები  – რადგან ასეთი დამოკიდებულება, ზოგადად, ძვირი უჯდებათ ხოლმე!!!

გადახედეთ ისტორიას!!

კი, ერი და სამშობლო, ადამიანები ყოველთვის დააფასებს, რადგან  ძალიან კარგად აცნობიერებს მის უნიკალურ როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში!“ – წერს ნუკა არველაძე.

ასევე იხილეთ