ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რა იყო ესა, სალომე ბაბო, ღმერთმა ხმა ჩაგაწყვეტინა?!
„გამოაცხადეს, სახლში წავიდაო, თავისი „გზავნილი” ვერ დაამთავრაო. ხვალ გაავრცელებს საგანგებო მიმართვასო.
არაო, არ გინდათ, სალომე-სალომეს ნუ იძახითო. მე ვარ და ვიქნები მთავარსარდალიო! მე ვარ და ვიქნები ყველას პრეზიდენტიო, მარად და მარადო!
ულტიმატუმი!
29 დეკემბრამდე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივლენ ორბელიანების სასახლეში და დანიშნავენ ახალ არჩევნებს!
თუ არ მივლენ და არ დანიშნავენ – რა?
ამაზე არაფერი უთქვამს… სავარაუდოდ, ან თავს მოიკლავს, ან კიდე სასახლეში გამაგრდება, ხოლო სასახლის გარშემო სანგრებს გაათხრევინებს.
თქვენი არ ვიცი და… რავი, მე ეგეთი მხიარული ახალი წელი ჯერ არ მქონია”, – წერს გელა ზედელაშვილი.