leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: რაღაცნაირად ჩვენ დაგვბრალდა, თითქოს ჩვენ შევწყვიტეთ ევროკავშირთან ურთიერთობები, სინამდვილეში ივნისში იყო ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეეზღუდათ დიალოგი საქართველოსთან

„ძალიან ხშირად მინახავს განსაკუთრებით ევროკავშირთან ურთიერთობებში, სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში ასეთი რაღაც ურთიერთობების შემოტრიალება კარგიდან ცუდისკენ, ცუდიდან კარგისკენ”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ეს ყველაფერი განპირობებულია ხოლმე სხვადასხვა გარემოებებით და ეს გარემოებები რაღაცნაირად უნდა იყოს ხოლმე ხელსაყრელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გარემოებები, რამაც შეცვალა ეს ურთიერთობები ნეგატიური დინამიკისკენ, მალე აღარ იარსებებს ასეთ ფორმით და სურვილიც იქნება ევროკავშირის მხრიდანაც, რომ ეს ურთიერთობები ჩაჯდეს იმ ჩარჩში, რა ჩარჩოშიც იყო აქამდე.

ახლა, როდესაც საუბარი არის ამჟამინდელ ურთიერთობებზე, თქვენ ნახეთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ დაგვბრალდა, თითქოს ჩვენ შევწყვიტეთ ევროკავშირთან ურთიერთობები, სინამდვილეში ივნისში იყო ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული, რომ რაღაცნაირად შეეზღუდათ დიალოგი საქართველოსთან და ახლა საქართველოს უნდა დავაბრალოთ, რომ თითქოს ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირთან დიალოგი არ გვინდა.

ეს არ არის სწორი, არ არის მართებული, ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთო ამ საკითხს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და მზად ვიყავით, რომ იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც არსებობს ევროკავშირთან, ყოფილიყო ურთიერთობა და არა ამ საჯარო განცხადებებით, რაც ძალიან აზიანებს ყველაფერს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტი წელიწადში ხუთ რეზოლუციას მიიღებს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციებით, მესჯებით და გზავნილებით საქართველოსადმი, რა თქმა უნდა ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების ნორმალურ ჩარჩოში ყოფნას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ